21 დეკემბერი 2024,   21:22
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება შვილმკვდარი მამების აქციაზე - პოლიციამ ზაზა სარალიძის მეუღლის გაჩხრეკა სცადა

მორიგი დაპირისპირება პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რომელსაც შვილმოკლული მამები მხარდამჭერებთან ერთად მართავენ - სიტყვიერი შელაპარაკება ზაზა სარალიძესა და საპატრულო ეკიპაჟის წევრებს შორის მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე ზაზა სარალიძის მეუღლე მივიდა. მან პლედი და ტენტი მიიტანა, რა დროსა ის სამართალდამცველებმა შეაფერხეს და გაჩხრეკა სცადეს. 

პოლიციის ქმედებამ ზაზა სარალიძის გაღიზიანება გამოიწვია.

პარლამენტთან აქციას თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მართავენ. აქციაზე მათი მხარდამჭერებიც იკრიბებიან. პარლამენტთან მივიდა პარტია "რეფორმატორების" თავმჯდომარე, ირაკლი ღლონტიც.  

20:00 საათზე კი ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. 

 

დღის ამბები