28 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
„ველოდებით, რომ მოხდება გაწვევა" - კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტზე საპატრიარქოს პოზიცია უცვლელია

კანაფის კულტივაცია - ექსპორტის შესახებ ინიციატივასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია უცვლელია. სასულიერო პირები კანაფის წარმოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

პარლამენტში კანონპროექტზე ორ თვეში მსჯელობის განახლებას პატრიარქის მოსაყდრე გამოეხმაურა. მეუფე შიო მენაბდე ითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანოდან ინიციატივა საბოლოოდ გაწვეული იქნება.

„ჩვენ ველოდებით, რომ მოხდება გაწვევა, ვინაიდან ჩვენ მოვუწოდეთ, ეკლესია მოუწოდებს,“- განაცხადა მეუფე შიო მენაბდემ.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ თუ საკითხის წამოწევა ისევ მოხდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას რეალურად მოსახლეობის აზრის გათვალისწინება არ სურს.

„თუ დაიწყო ამის პროპაგანდა, გვეცოდინება, რომ ეს არის დროებითი გადადება საკითხის და სინამდვილეში მოსახლეობის აზრის გათვალისწინება არ სურთ. რადიკალური არის ისედაც დამოკიდებულება,“- განაცხადა დეკანოზმა, კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწემ, მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე).

ამავე თემაზე
დღის ამბები