26 დეკემბერი 2024,   18:57
ვრცლად
აჭარაში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს

აჭარაში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, საარჩევნო პლაკატები დააზიანეს. მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მსგავსი ინციდენტი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

საგანგებო განცხადება ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ გააკეთა

„მე ამ საკითხზე პასუხისმგებლობას, აჭარის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ვაკისრებ, პირველ რიგში, მთავრობის თავმჯდომარეს და ქალაქ ბათუმის მერს, ბატონ ლაშა კომახიძეს, რომელიც გარდა იმისა, რომ არის მერი, ასევე არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე და შტაბის ხელმძღვანელი,“- განაცხადა მირდატ  ქამადაძემ.

დღის ამბები