26 დეკემბერი 2024,   19:28
ვრცლად
„მომდევნო სერია, ვითომ, გადაბირების ისევ წარუმატებელი იყო" - მამუკა მდინარაძე უგულავას პასუხობს 

”ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის განცხადებას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პასუხობს.

გიგი უგულავას თქმით, ”ქართული ოცნების” დამფუძნებლებმა, კოორდინატორებმა, ზონის უფროსებმა და აქტივისტებმა პარტიის რიგები სამეგრელოს რეგიონშიც დატოვეს და ”ევროპულ საქართველოს” შეუერთდნენ.

მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ არც ერთი პირი, რომელზეც გიგი უგულავა საუბრობს, „ქართული ოცნების“ წევრი არ ყოფილა.

„მომდევნო სერია, ვითომ, გადაბირების ისევ წარუმატებელი იყო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაშიც, რაც არ უნდა სასაცილო იყოს, არც ერთი წევრი არ იყო „ქართული ოცნების“, მოქმედი წევრებზეა საუბარი. სერიალი დაიწყო ასე, გაექცათ პარტიიდან დეპუტატი და სხვა წარმომადგენლები. ამის გადასაფარად შემდეგ გააკეთეს ქართლის ეპიზოდი, სადაც გვერდით დაიყენა უგულავამ „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი  შარშან თვითმმართველობის არჩევნებზე და როდესაც ეს სკანდალი და ეს აფიორა გაუხმოვანდათ, ამის გადასაფარად დღეს გააკეთა ზუგდიდის ეპიზოდი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები