26 დეკემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ვერბალური თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე - TI განცხადებას ავრცელებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საქართველოში მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე ვერბალური თავდასხმები ხორციელდება.

ორგანიზაციის ბერლინის ოფისის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფაშისტები უწოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებმაც გავრცელებულ აუდოჩანაწერებში მაღალჩინოსნების მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამოძიება მოითხოვეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარის განცხადებით, დიდი სირცხვილი იქნება, თუ კანონის უზენაესობის გაუმჯობესების ნაცვლად, საქართველოს პროგრესი კლეპტოკრატიისა და კორუფციის დაუსჯელობისკენ გადაიხრება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოახლოებული არჩევნების წინ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან, რომელმაც შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო სადამკვირვებლო საქმიანობას ხელი შეუშალოს.

დღის ამბები