26 დეკემბერი 2024,   19:14
ვრცლად
„აქ საქმე ეხება შეკითხვებს, რომელზეც გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ პასუხები“ - ზახაროვა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ 

„აქ საქმე ეხება შეკითხვებს, რომელზეც გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ პასუხები,“ - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იმ ბრალდებებთან  დაკავშირებით გააკეთა, რომელიც თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის დამზადებას ეხება.

მარია ზახაროვა ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. ვიდეოკონფერენცია მოსკოვიდან  ტალინთან, კიშინოვთან და თბილისთან ერთდროულად გაიმართა.

მარია ზახაროვას შეკითხვები საქართველოდან ლუგარის ლაბორატორიის საკითხზე დაუსვეს. 

„ლუგარის ლაბორატორიის საკითხზე რუსულ მედიაში, სხვადასხვა პუბლიკაციაში წამყვანი ექსპერტები უკვე დიდი ხანია, საუბრობენ. მაგრამ ფაქტების მოგროვების შემდეგ უკვე ჩაერთო რუსეთის სახელმწიფო. ჩვენ წარმოვადგინეთ ფაქტები. უნდა ავღნიშნო, რომ აქ საუბარი არ არის ბრალდებებზე. აქ საქმე ეხება შეკითხვებს, რომელზეც გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ პასუხები. ჩვენ ვერ მოვახდენდით ამ ფაქტის იგნორირებას, რადგან ეს ხდება უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან. ჩვენ შევეცადეთ, რომ ვყოფილიყავით მაქსიმალურად კორექტულები. საკითხს პროფესიონალურად მივუდექით, რომ ეს არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციების და ბრალდებების საგანი. ჩვენი აზრით, ეს არის თემა, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ, თუნდაც პროფესიონალების დონეზე, საზოგადოების და ჟურნალისტების. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური თემა, ეს ეხება ჩვენს ჯანმრთელობას,“ - განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსი გენერლები საქართველოს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში ადანაშაულებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟონილი დოკუმენტები მოიპოვეს.

დოკუმენტებზე დაყრდნობით მოსკოვი აცხადებს, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანისთვის საშიშ პათოგენებს ამუშავებენ და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. კრემლის მტკიცებით, თბილისის ამერიკულ ლაბორატორიაში ცდებს ადამიანებზე ატარებენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

 

დღის ამბები