26 დეკემბერი 2024,   19:43
ვრცლად
ივანიშვილმა ასწლოვანი ხეები მოთხარა, ისე უნდა მოთხაროს ქართველმა ხალხმა კრიმინალური ფესვები პოლიტიკური ნიადაგიდან - ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან არჩევნების მიმდინარეობაზე და „ლეიბორისტული პარტიის“ მიზნებზე ისაუბრა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ 28 ოქტომბერს ამომრჩეველი ოლიგარქიულ მმართველობას დაასრულებს.

 „ბიძინა ივანიშვილმა აი, ამ ულამაზესი გურიიდან მოთხარა ასწლოვანი ხეები, ისე უნდა მოთხაროს ქართველმა ხალხმა, ოზურგეთელებმა, გურიამ და ყველა კუთხემ ივანიშვილის კრიმინალური ფესვები ქართული პოლიტიკური ნიადაგიდან, რათა გაიხსნას გზა ჩვენი განვითარებისა და წინსვლისთვის. სხვა შემთხვევაში ოზურგეთიც და მთელი საქართველოც განწირულია. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

დღის ამბები