26 დეკემბერი 2024,   18:54
ვრცლად
"ტვინის გამორეცხვის პოლიტიკა" - ირაკლი კობახიძე "რუსთავი2"-ს სკანდალური ჩანაწერების არასწორ გაშუქებაში ადანაშაულებს

ირაკლი კობახიძის მორიგი თავდასხმა რუსთავი2-ზე - პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ტელეკომპანია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ არხი "ტვინის გამორეცხვის პოლიტიკით მუშაობს". მათ შორის, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მირზა სუბელიანის სკანდალურ აღიარებაზე და რუსთავი2-ს ფაქტების არასწორ გავრცელებაში დასდო ბრალი.

პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ის ვიქტორ ჯაფარიძისა და მირზა სუბელიანის საუბრის შინაარსით მათი არცერთი შეხვედრის დროს არ დაინტერესებულა.

ირაკლი კობახიძე დღეს ამბობს, რომ ქართულ ოცნებას არავისი, მათ შორის, მირზა სუბელიანის მუქარის არ ეშინია.

პარლამენტის თავმჯდომარის ხისტი პოზიციის მიუხედავად, უმრავლესობის ნაწილის რიტორიკა დღეს რადიკალურად შეცვლილი იყო. ქართული ოცნების ნაწილი არ მალავდა, რომ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერის შინაარსი არა ერთ კითხვას აჩენს.

უმრავლესობის ნაწილმა კი დღეს ეჭვი მირზა სუბელიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მიიტანა.

ქართული ოცნების წევრებმა მირზა სუბელიანის სკანდალურ აღიარებას „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დადგმული მორიგი შოუ" უწოდეს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მირზა სუბელიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე აპელირებით უმრავლესობა სისტემური დანაშაულის გადაფარვას ცდილობს.  
 

ამავე თემაზე
დღის ამბები