26 დეკემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ფარული ჩანაწერი ფარული ჩანაწერის წინააღმდეგ - პროკურატურა "რუსთავი2"-ის გავრცელებული მასალის გაბათილებას შეეცადა

ფარული ჩანაწერი ფარული ჩანაწერის წინააღმდეგ - მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის კიდევ ერთ ჩანაწერს აქვეყნებს. მასში მხოლოდ მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მონაწილეობენ, საუბარს არ ესწრება სუბელიანის მარჯვენა ხელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი - დავით ცუხიშვილი.

საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთი სუბელიანი ჯაფარიძეს უმტკიცებს, რომ ხელისუფლებამ მოატყუა, რადგან ციხეში ჩაჯდომის სანაცვლოდ მიცემულ პირობას არ უსრულებს.

ამ ჩანაწერში სუბელიანი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და რუსთავის2-ის გენერალურ დირექტორს ახსენებს.

კურიერის წყაროს ცნობით, ჩანაწერების ინსცენირება გლდანის ციხეში გუშინ, მას შემდეგ მოხდა, რაც კვირას რუსთავი2-მა პროკურატურის მაღალჩინოსნის სენსაციური ჩანაწერი გაავრცელა.

გადაფარვის მცდელობა პროკურატურის აუდიოფაილში კარგად იკითხება. შუა საუბრიდან მირზა სუბელიანი უკვე იწყებს იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატები არა აქვს, თუმცა ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ამ ტყუილში საზოგადოების დარწმუნება.

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ საუბარი დადგმულია და ამით პროკურატურა ორი დღის წინ რუსთავი2-ის გავრცელებული სკანდალური ჩანაწერის გადაფარვას ცდილობს. ამის გარდა, გვარამია პროკურატურას სთხოვს, განმარტოს, რა გზებით მოიპოვა 6 ივლისს გლდანის ციხეში შემდგარი საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერი.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა დღეს პარლამენტის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, დაადასტურა. თავად მირზა სუბელიანმა კი წუხელ თვითმკვლელობა სცადა.

ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ფსიქიური მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. სუიციდის მცდელობის გამო გლდანის ციხეში მისულმა პროკურორებმა სუბელიანის გამოკითხვა ვერ შეძლებს.

მირზა სუბელიანი დღე სახალხო დამცველმაც მოინახულა.

ომბუდსმენის განმარტებით, გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სუბელიანმა მათთან საუაბრი არც დღეს ისურვა.

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით როდის დაკითხავენ მირზა სუბელიანს, ჯერ უცნობია. პროკურატურა კი გამოძიებას აგრძელებს. ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების გარდა, მთავარი საგამოძიებო უწყება უკვე საუბრობს შინაარსითაც დაინტერესდა. 

დღის ამბები