26 დეკემბერი 2024,   19:02
ვრცლად
სარალიძის საქმე, ჩანაწერები, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის საფრთხე - პრეზიდენტმა მთავრობას საგანგებო სხდომის გამართვა მოსთხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სანდრო გირგვლიანისა და დავით სარალიძის საქმეებს შორის მსგავსებაზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებამ საპარლამენტო უმრავლესობა ყველაზე მეტად გააღიზიანა. გირგვლიანის და სარალიძის საქმეებში, პრეზიდენტისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი პარალელს ვერ ამჩნევს, თუმცა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებში პოლიტიკურ გზავნილებს ხედავს.

პრეზიდენტი სკანდალურ ჩანაწერებსაც გამოეხმაურა, სადავ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, საუბრობს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოშლის საფრთხის წინაშეა და მმართველი გუნდი ვალდებულია, საზოგადოების შეკითხვებს უპასუხოს, რის გამოც, პრეზიდენტი მთავრობის საგანგებო სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს.

მოთხოვნა მთავრობის საგანგებო სხდომის ჩანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ მთავრობის კანცელარიას ოფიციალურად უკვე გადაუგზავნა.

ქართული ოცნების წევრებმა გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებაში ნაციონალური მოძრაობის ფარული გავლენები და პრეზიდენტის პოლიტიკური დღის წესრიგი დაინახეს.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კრიზისი ქვეყანაში გიორგი მარგველაშვილისთვის მხოლოდ მისი უფლებამოსილების ამოწურვას უკავშირდება.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ მმართველ გუნდს მთავრობის საგანგებო სხდომები ვეღარ უშველის. ოპოზიცია მოსახლეობისგან ადეკვატურ პასუხს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ელოდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები