26 დეკემბერი 2024,   19:04
ვრცლად
„ერთი ადამიანი, რომელიც არის განაწყენებული, პირობებს უყენებს ხელისუფლებას... მისი მუქარის და შანტაჟის არავის არ ეშინია" - ანრი ოხანაშვილი

„თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც პარლამენტის წევრს უჩნდება სურვილი, რომ მოინახულოს პატიმარი, პარლამენტის თავმჯდომარემ არ უნდა გასცეს ნებართვა?“ - ასეთია ანრი ოხანაშვილის პასუხი კითხვაზე, რატომ გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ ვიქტორ ჯაფარიძისთვის ნებართვა ციხეში მირზა სუბელიანის მოსანახულებლად.

ნებართვა კვირა დღეს არის გაცემული, მაშინ, როდესაც სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში შესვლის უფლება ადვოკატებსაც კი არ ეძლევათ.

მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ მიმოწერა პარლამენტში ელექტრონულად მიმდინარეობს და გასარკვევია, როგორ  მოხვდა თარიღის თანხვედრა ნებართვის გაცემასთან.

„როდესაც პარლამენტის წევრს აქვს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში შესვლის უფლება, რომელიც უფრო მაღალ ლეგიტიმური უფლებაა, რომ ამ ადამიანს მიეცეს ნებისმიერი დაწესებულებაში შესვლის უფლება, თუ რაღაც ტექნიკური საკითხებით შეფერხდეს. ელექტრონული საქმის წარმოებიდან გამომდინარე, მე არ ვიცი, იქ თარიღებთან რა თანხვედრა აქვს,“ - ამბობს ოხანაშვილი. 

მის ამ განცხადებას არჩევანის სტუდიაში მყოფი სტუმრების პროტესტი მოჰყვა.

პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მათ არასდროს ეძლევათ საშუალება, უქმე დღეებში, ნებისმიერი საკითხის მიუხედავად, ციხეში შევიდნენ და პატიმარი მოინახულონ. მათ შორის, განცხადება გააკეთა ლევან სამუშიამაც, რომელმაც თქვა, რომ ის ადვოკატია და ისიც კი ვერ ახერხებს ამას.

„ადვოკატს არ სჭირდება ნებართვა, პარლამენტარს  სჭირდება ნებართვა და კვირა დღეს მე ვერ შევალ, ადვოკატი,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

რაც შეეხება სკანდალური ჩანაწერების შინაარსს, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ კითხვები არსებობს და მათ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

ის აცხადებს, რომ ავთენტურობა ამ ჩანაწერების, თითქმის, დადასტურებულა, რადგან ვიქტორ ჯაფარიძემ თქვა, რომ ეს შეხვედრა შედგა, თუმცა, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ის ფაქტი, რომ მირზა სუბელიანი ზის ციხეში, არის პასუხი, რომ ხელისუფლებას მისი არ ეშინია.

„ერთი ადამიანი, რომელიც არის, თურმე, განაწყენებული ხელისუფლებაზე და რომელიც რაღაც პირობებს უყენებს ხელისუფლებას და ფაქტიურად შანტაჟს აქვს ადგილი, რომ რაღაც პირობების შექმნაზეა საუბარი, ამას პასუხი აქვს გაცემული, რომ ეს ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. ამის მუქარის და შანტაჟის არავის არ ეშინია. თუ კი მან ჩაიდინა დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ჩანაწერს, რომელიც გამოაქვეყნა პროკურატურამ და რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის წინასწარ მომზადებული დადგმული სცენარით არის ჩაწერილი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ შეტევა მიდის იმ მთავარ მიღწევაზე, რაც ქართულ ოცნებას აქვს და ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. ის აცხადებს, რომ მას ეჭვს უჩენს არამხოლოდ ის ჩანაწერი, რომელიც ბოლოს გამოქვეყნდა, არამედ პირველი აუდიოფაილიც, სადაც საუბარია, რომ ქუჩაში ბანდფორმირებები დათარეშობენ.

„თქვენ გააქვთ იმის აღქმა, რომ, თურმე, საქართველოში ბანდფორმირებები დათარეშობენ და ვინმეს აწიოკებენ?“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და აღნიშნა, რომ ის, რომ ვიღაცამ გაბედა და ციხეში ახდენს ფარულ ჩაწერებს, ამას უნდა გაეცეს საკადრისი სამართლებრივი პასუხი. 

  

დღის ამბები