გლდანის #8 საპყრობილეში ორი პატიმარი შიმშილობს. ისინი ეკა ბესელიას საპყრობილეში შესვლას ითხოვენ.
ამის შესახებ ცნობილი გადაცემა არჩევანში გახდა, სადაც მხარეები საუბრობენ ნებართვაზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ ვიქტორ ჯაფარიძეს მირზა სუბელიანის მოსანახულებლად კვირა დღეს გასცა.
სწორედ ამ საუბრის პერიოდში დაუკავშირდა გადაცემის პროდიუსერს ქალბატონი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი ორი კვირაა, შიმშილობს, თუმცა, ეკა ბესელია იმ მოტივით, რომ ნებართვას ელოდება, ვერ მოახერხა პატიმართან შესვლა.