26 დეკემბერი 2024,   19:17
ვრცლად
"ადამიანმა ადამიანს სთხოვა, როგორც კოლეგამ კოლეგას, ცოტა ხანი ჩაჯექიო" - ჭიჭინაძე გახარიასა და სუბელიანს შორის გარიგებაზე საუბრობს

"ერთი დიდი თეატრის მონაწილეები ხომ არ ვართ? იქნებ დეპუტატებიც არ ვართ? მითიური დეპუტატები ვართ?“ - ასეთია დავით ჭიჭინაძის შეფასება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვერსიაზე, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებული პირველი ჩანაწერი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა იყო დადგმული და ტყუილი.

ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრი აცხადებს, რომ ამით პროკურატურა მის მიმართ ნდობას კიდევ უფრო მეტ ჩრდილს აყენებს, რადგან გამოდის, რომ ვიღაცეები წინასწარ გეგმავენ სახელმწიფოს წინააღმდეგ რაღაც ტყუილებს, მერე ამას ტირაჟირებენ და შემდეგ თვითონვე ამბობენ, რომ ეს ყველაფერი დადგეს. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ეს ადამიანები რჩებიან დაუსჯელი.

დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის ციხეში ჩაჯდომა მოხდა გიორგი გახარიასთან შეთანხმებით.

„ეს რაღაც გარიგების მომენტი უფრო იყო სუბელიანთან. რადგან ადამიანმა ადამიანს სთხოვა, როგორც კოლეგამ კოლეგას, ცოტა ხანი ჩაჯექი, მე გამოვიდე აქედან. ეტყობა, რაღაც უფრო დიდი პოლიტიკური მიზნები აქვს, მაგრამ პოლიტიკა ასე არ დგება, რომ ვიღაც ციხეში გაუშვებ. შენ თუ ღებულობ ამ დანაშაულში მონაწილეობას, ვერასოდეს იქნები სუფთა,“ -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ დღევანდელ რეალობაში ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„მე ვთვლი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო გამწვავდება კრიზისი,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ და აღნიშნა, რომ ამ პირობებში მხოლოდ პრეზიდენტი ვერაფერს შეცვლის.   

დღის ამბები