26 დეკემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"ხელისუფლება მძევალი აღმოჩნდით ერთი მირზა სუბელიანის, რომელსაც ხელი დააფარეთ" - ანი მიროტაძე

შენების მოძრაობის წევრი, ანი მიროტაძე, კვირა დღეს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საკანში შესვლას ეხმაურება.

ანი მიროტაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნებართვა საგანგებოდ გასცა, რადგან შეუძლებელია, თუნდაც, პროცედურულად ერთ დღეში მიიღოს დეპუტატმა დადებითი პასუხი პატიმრის მონახულებასთან დაკავშირებით.

პროცედურულადაც შეუძლებელი იყო, რომ, მაგალითად, დილას დაიწერა განცხადება და საღამოს შეუშვეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იმიტომ, რომ ამას აქვს თავისი ვადები. ამიტომ შავით თეთრზეა, რომ ეს იყო საგანგებოდ შესული და არ ვიცი, რისთვის," - განაცხადა ანი მიროტაძემ.

ანი მიროტაძე აცხადებს, რომ დღეს მთელი ხელისუფლება მირზა სუბელიანის მძევალია.

„მძევალი აღმოჩნდით ერთი მირზა სუბელიანის, რომელსაც ხელი დააფარეთ,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.

მის ამ განცხადებას მმართველი გუნდის წევრის, ანრი ოხანაშვილის, პროტესტი მოჰყვა.

მისი განცხადებით, მირზა სუბელიანისთვის ხელი არავის დაუფარებია და ის არის ერთი განაწყენებული ადამიანი, რომელიც რაღაც გაურკვეველ ბრალდებას უყენებს ხელისუფლებას. მან მოუწოდა ოპონენტებს, რომ ნუ გააიგივებენ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეს გირგვლიანის საქმესთან. 

დღის ამბები