12 ოქტომბერი 2024,   17:10
ვრცლად
"საბოლოო მიზანი ამ კაცის ლიკვიდაციაა“ - პროკურატურა პატარკაციშვილის საქმეზე 2007 წლის ორ ჩანაწერს ასაჯაროებს

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა 2007 წლით დათარიღებულ ორ ჩანაწერს ასაჯაროებს.

როგორც საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, მკვლელობა შეკვეთილი იყო, ის უნდა შეესრულებინა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო „სანქცირებული.“

ჩანაწერი, რომელსაც პროკურატურა ასაჯაროებს,  გიორგი დგებუაძისა და ლევან ქარდავას საუბრით, იწყება. პროკურატურის ვერსიით, ამ ჩანაწერში კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ბადრი პატარკაციშვილის დაცვის უფროსის გადმობირებას ცდილობენ.

საუაბარში ასევე მონაწილეობს რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.

დგებუაძე ამბობს, რომ პირი, რომელთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს, ფულს არ აიღებს, ამიტომ მას თანამდებობას სთავაზობენ, რაც დათა ახალაიასთან არის შეთანხმებული.

ჩანაწერებში საუბარია ბარმენებისა და მზარეულების სიაზე. საუბარია, რომ ვინმეს გადმოსაბირებლად ერთი თვე აქვთ. ასევე განიხილება პატარკაციშვილთან ვინც რეკავს, მათი ტელეფონების მოსმენაზე ჩართვაც.

ჩანაწერში ისმის ფრაზა - "საბოლოო მიზანი ამ კაცის ლიკვიდაციაა.“

"გიორგი დგებუაძე: ჯერ გეგმა უნდა შევიმუშაოთ რაღაცა კაროჩე, აი რას ვაკეთებთ.

რევაზ შიუკაშვილი: კი, ბატონო.

ლევან ქარდავა: შენ მაგი ფულს არ გამოგართმევს ეგ როჟა? შანსია ხო?

გიორგი დგებუაძე: მაგას შევპირდიო დათამ მითხრა კაი თანამდებობაო რა და შევპირდი კაი თანამდებობა.

თუ გააგდებს სამსახურიდან უთხარი რა უთხარი, რომ კაროჩე მინისტრი კაი თანამდებობას გიჩალიჩებს და ჩავაყენებთქო რა.

ჩვენ პირველ რიგში გვინდა იმ ხალხის სია ვინც არიან მანდ ბარმენები და მზარეულები . პირველ რიგში ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი და დასადგენი ყველა რა, ამისთვის გვაქვს ჩვენ მაქსიმუმ ერთი თვე,რ ომ იქიდან ვიღაც გადმოვიბიროთ.

შვილი რომ გაგვიხდეს მოსატაცებელი, კაროჩე უნდა მოვტაცოთ და მაგის დედა (იგინება).

ლევან ქარდავა: მაგის ტელეფონი რატო არ გვაქვს ჩართული...

გიორგი დგებუაძე: ისე ეგეც რომ ჩავრთოთ კაი იქნება რა. ჩავრთოთ.

ლევან ქარდავა: ჩავრთოთ, ხო იცი მაგის ნომერი?

რევაზ შიუკაშვილი: კი მიწერია კაცო რა...

გიორგი დგებუაძე: ყველა ჩართე რა, პატარკაციშვილთან ვინც რეკავს ყველა ჩართე.

ლევან ქარდავა: ...(გვარი)კი არა აქ ვინც ვზივართ ამის გარდა კაროჩე არავინ არ იცის რა.

გიორგი მერებაშვილი: მაშინ ცალკე იუზერი გავხსნათ რა...

გიორგი დგებუაძე: მიზანი არავინ არ იცის რას ვაკეთებთ საბოლოოდ, მიზანი არავინ არ იცის.საბოლოო მიზანი არის მაგ კაცის ლიკვიდაცია.

ლევა ქარდავა: პირველ რიგში სია მჭირდება რა სახლში,

გიორგი დგებუაძე“ ჰო სია მზარეულების

რევაზ შიუკაშვილი: დავურეკავ რა ეხლა მე ამას და ვეტყვი შევხვდეთ მეთქი ეხლა რა.

საუბარი წყდება სატელეფონო ზარით, რევაზ შიუკაშვილის უცნობ პირს, რომელიც პროკურატურის ვერსიით პატარკაციშვილის ახლო გარემოცვის წევრია შეხვედრაზე იბარებს.

გიორგი დგებუაძე: შენ კითხე ჩემგან რა გინდათქო , რამე ხო არ გინდათქო.

რევაზ შიუკაშვილი: ბაზარი არ არი ნუ თან ვკითხავ.

გიორგი დგებუაძე: ეხა ჩვენ ვიფიქროთ რა, აი ვთქვათ გაზი შევუშვათ რა.

გიორგი მერებაშვილი: გაზი? როგორი?

გიორგი დგებუაძე: მე ახლა ისიც ვერ მითხრა დათამ, რა სახის მოწამვლა იქნებაო.

ლევან ქარდავა: არა აქვსო რაც გინდოდათ.მარტა ჩვენ გვინდა ეხლა იმან დათას დღეს რა ვუთხრათ იცი ჩვენ?

კაროჩე დაგვაკავშიროს იმას ვინც გვაძლევს აი იმას რა და იმან უნდა.

გიორგი დგებუაძე: რა ვარიანტზე ვმუშაობთ რა.

ლევან ქარდავა: ხო, ჰო რა.

გიორგი დგებუაძე: კაროჩე ხო შეიძლება ვთქვათ, საწოლში, ოთახში ძილის დროს შევაგდო რაღაცა რა და პროსტა?

ლევან ქარდავა: მაგას ვიძახი სუნთქვით რომ დაიღუპოს.

რევაზ შიუკაშვილი: არა ოთახში იქ როცა იქნება და როცა ეძინება იქ დაცვა იდგება

ლევა ქარდავა: არ იყოს კაცო, არ იყოს თუ გინდა დალაგების პონტში ააკარი რა

რევაზ შიუკაშვილი: აი ეგ მოსულა, სანამ ეგ არ არი იქ.

გიორგი დგებუაძე: აი რუჩკაზე წაუსმევდი, ხელს მოკიდებდი და ორ სამ დღეში იბრიდებოდი თუ გინდა ორ საათში.

გიორგი დგებუაძე: ამან გინდა თუ არა საჭმელი საჭმელიო...

რევაზ შიუკაშვილი: რთულია მასე, ძალიან რთულია...უშუალოდ გადიხარ პოვარზე და მერე დედას უტყ...ვენ.

გიორგი დგებუაძე: ეხლა უყურე რა ხდება, მე ეჭვი მეპარება რომ ისეთი მომწავლელი გვქონდეს ჩვენ, აი რასაც ჩვენ...

ლევან ქარდავა: რო არ დარჩეს ხო?

გიორგი დგებუაძე: არა რო არ დარჩეს კი არა, რო აი ასანთი და რაღაცა...

ლევან ქარდავა: იქნება შანსი არაა...

რევაზ შიუკაშვილი: ჩვენებს ჰქონდათ აი სადმე ან ფეხსაცმელში რო ჩაუსხა რაღაც, კოსტუმში მიუსხა ხო უწესრიგებს ვიღაცა..."- ისმის ჩანაწერში.

 

დღის ამბები