ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.