26 დეკემბერი 2024,   19:32
ვრცლად
"არჩევნები კაბინეტში შესული კაცის კი არ არის, კაბინეტის გარეთ ვინც რჩებით, თქვენია" - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მარტვილში მხარდამჭერებს შეხვდა.

დავით ბაქრაძემ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, 28 ოქტომბერის არჩევნები ის ერთადერთი გზაა, რომლის მეშვეობითაც, ადამიანებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ.

„ამიტომ შევიკრიბეთ ყველა ერთად, რომ უკეთესად ვიცხოვროთ, მოვიგოთ და ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ეს არის ჩვენი ამოცანა. არჩევნები არ არის იმისთვის, რომ ერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს, ვინც კაბინეტში შევა, ვინც კაბინეტში შევა, ის კარგად იქნება, კაბინეტში შესული და დაკარგული ადამიანი მე არ მინახავს. ისეთი ვინმე უნდა აირჩიოთ, რომელიც იმ კაბინეტში რომ შევა, თქვენს ცხოვრებას უკეთესს გახდის, ამიტომ თქვენია არჩევნები, თქვენ უნდა გამოიყენოთ არჩევნები. არჩევნები კაბინეტში შესული კაცის კი არ არის, კაბინეტის გარეთ ვინც რჩებით, თქვენია არჩევნები და ამ არჩევნებით თქვენი ცხოვრება უნდა გაუმჯობესდეს. არჩევნებზე არმისვლა მთავრობის დასჯა კი არ არის, არჩევნებზე არმისვლა მთავრობის დაჯილდოებაა. მთავრობის დასჯა ტყუილისთვის, გაუკეთებელი საქმისთვის, უკუსვლისთვის, უმუშევრობისთვის, მიუხედავი სოფლისთვის, არის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.  

 "როგორც 2003 წელს შევარდნაძე გავუშვით სახლში, ისე გავუშვებთ ივანიშვილსაც სახლში 2018 წელს, მთავარია თქვენ მოინდომოთ და შეძლოთ. ის, რომ ხალხს ძალა არ აქვს, ტყუილია, ხალხს აქვს ძალა. ჩვენც ვიყავით ხელისუფლებაში, ძლიერი ხელისუფლება ვიყავით, 2012-ში როგორც კი გავიგეთ არჩევნების შედეგი, რომ ხალხმა გვითხრა უარი, ერთი წუთი არ მიყოყმანია, ისე გამოვედი კაბინეტიდან. რა იყო, ჩვენზე მაგარი ბიჭები არიან, ჩვენზე ძლიერები არიან? ამიტომ, ხალხო, 2003-ში რომ გეყოთ ძალა, შეგეცვალათ, 2012-ში რომ გეყოთ ძალა, შეგეცვალათ, 2013-ს და 2012-ს არასდროს არ ვადარებ, მაგრამ შეცვლის თვალსაზრისით ვიძახი მხოლოდ. თუ 2012-ში იმის ძალა გეყოთ, რომ მე გამოგეყვანეთ ჩემი დიდი კაბინეტიდან, 2018-ში ამათ რატომ ვერ გამოიყვანთ, რატომ ვერ მოერევით, ზუსტად ისე გამოვიყვანთ ყველას კაბინეტიდან, ერთი კი არა, 10 ივანიშვილი რომ იჯდეს კაბინეტში, 10-ვეს გამოიყვანთ გარეთ, ოღონდაც ხალხმა უნდა მოინდომოთ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

დღის ამბები