მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა. ცერემონია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე გაიმართა.
მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 21- ბატალიონის გაძლიერებული ასეული ჩაანაცვლა.
ქართულ კონტიგენტს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა, კახა ტაბატაძემ, მიმართა. მან მისიის წარმატებით შესრულებისთვის ასეულს მადლობა გადაუხადა და ახალ შემადგენლობას წარმატება უსურვა.
ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.