26 დეკემბერი 2024,   19:54
ვრცლად
"ამისთანა ღირსეული კანდიდატი გვყავს გრიგოლ ვაშაძის სახით და საუკეთესო კანდიდატი პირველ ლედობაზე" - სანდრა რულოვსი

„ამისთანა ღირსეული კანდიდატი გვყავს გრიგოლ ვაშაძის სახით და საუკეთესო კანდიდატი პირველ ლედობაზე ქალბატონი ნინო ანანიაშვილის სახით,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა, სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

სანდრა რულოვსმა ოპოზიციის გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სანდრა რულოვსის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნისთვის, რადგან გადაწყდება, იქნება თუ არა საქართველო პროევროპული.

სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი გეგმები აქვს საქართველოსთვის.

„ქვეყანა არის ჩიხში შესული, აღარაფრის იმედი აღარ გვაქვს, საზღვრებს არავინ არ გვიცავს, სიდუხჭირისგან არავინ არ გვიცავს, ჩვენ მარტო ვართ, როცა არის რაიმე კატასტროფა, უბედურება, მკვლელობა... ეს არის განუკითხაობა და მეკითხებიან ხოლმე, მიშა სად არის, მიშა როდის ჩამოვა, მეთქი, მიშა ნამდვილად ჩამოსვლის ხასიათზეა. მე ძალიან მინდა და მას არანაკლებად, რომ ჩვენ 25 წლის ქორწილი გვაქვს 17 ნოემბერს და გვინდა, რომ აქ აღვნიშნოთ ზუგდიდში, თქვენთან ერთად,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღის ამბები