26 დეკემბერი 2024,   19:13
ვრცლად
შსს "დედაენის ბაღიდან" ზურაბ ჯაფარიძის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას განმარტავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, საგამოძიებო უწყებაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარიხუანას ე.წ. ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, რის გამოც საჭირო გახდა ზურაბ ჯაფარიძის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა.

შსს-ს ზურაბ ჯაფარიძის განყოფილებაში გადაყვანის მიზეზს განმარტავს, სადაც აღნიშნულია, რომ დედაენის ბაღში დღეს მიმდინარე ფესტივალზე ხალხის რაოდენობის გამო ვერ განხორციელდებოდა ზურაბ ჯაფარიძის მიმართ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

გირჩის მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

"აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც, შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე შეუძლებელი იყო. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზეს. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა. ამ ეტაპზე, მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ასევე, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულია 11 პირი,“ - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცავებმა დედაენის ბაღიდან მას შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, რაც მან ე.წ. ფესტივალზე შეკრებილებს მარიხუანა აჩუქა.

დღის ამბები