26 დეკემბერი 2024,   19:13
ვრცლად
"კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმის, რაც ხდება დღეს ერთ-ერთ ჩვენს უბანში, იმართება ფესტივალი კაბანისის" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ვაკის მოსახლეობას გეგეშიძის ბაღში შეხვდა. ქართული ოცნების რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი შეხვედრაზე მმართველი პარტიის წევრებთან ერთად მივიდა. მხარდამჭერი კონცერტი კი ჯემალ და ცისანა სეფიაშვილებმა და აჩი მეფარიძემ გამართეს.

პრეზიდენტობის კანდიდატი დედაენის ბაღში მიმდინარე მარიხუანის ე.წ. ფესტივალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ამის წინააღმდეგია.

„მე არ შეიძლია, არ ვთქვა, რომ დღეს ვარ კატეგორიულად წინააღმდეგი იმის, რაც ხდება დღეს ერთ-ერთ ჩვენს უბანში, იმართება ფესტივალი კაბანისის, ეს არ არის საქართველოს მომავალი, ამ ახალგაზრდებისთვის, ვინც აქ დგანან, ეს არ არის ჯანმრთელი მომავალი ქვეყნისთვის და მისი ახალგაზრდობისთვის,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის იქნება ყველას პრეზიდენტი.

„მე ვიქნები დროებითი, 6 წელი დროებითი არის, საქართველოს ქალი პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ქალებმა გააგრძელონ მერე, ჩემს მერე და იყვნენ ამ ქვეყნის მომავალი. ესენი მართლაც შეიყვანენ 21-ე საუკუნეში ამ ქვეყანას, ჩვენ ამას დავიწყებთ, დავიწყებთ ერთად და მე ვიქნები არა მხოლოდ ამათი პრეზიდენტი, მე ვიქნები ასევე იმ თაობის პრეზიდენტი, რომელსაც მე ვეკუთვნი, ვარ 68 წლის, ანუ პენსიონერი, ვიქნები პენსიონერი პრეზიდენტი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის, თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრინციპული ადამიანია, რომელიც შეებრძოლა სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს.

ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი დღესვე შეხვედრებს თბილისის სხვა უბნებშიც გეგმავს.

დღის ამბები