26 დეკემბერი 2024,   19:04
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები ლონდონში - ბრიტანელები ევროკავშირიდან გასვლაზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ

ლონდონი მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ბრიტანელები ევროკავშირიდან გასვლაზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს ტერეზა მეის მთავრობის მიერ შემუშავებული ბრექსიტის გეგმა არ მოსწონთ.

დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ ბრექსიტი ხალხის ინტერესებსაც დააზარალებს და ირლანდიის საკითხში ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც დაემუქრება. მსვლელობას ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის იყვნენ წამყვანი პარტიების ლიდერები, პარლამენტარები და ლონდონის მერი.

პოლიტიკოსების განცხადებით, პირველი რეფერენდუმის შემდეგ ბრექსიტის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაზრდილია.

სახალხო მარშის საპასუხოდ, ლონდონში კონტრაქციას ბრექსიტის მომხრე პოლიტიკოსებიც მართავენ.

დღის ამბები