26 დეკემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ავსტრალიაში "ძლიერთა თამაშების" რიგით მეოთხე საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნა

ავსტრალიაში ძლიერთა თამაშების რიგით მეოთხე საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნა. საზეიმო ცერემონია სიდნეიში ოპერის სახლის წინ გაიმართა.

მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით ღონისძიების დამაარსებელმა პრინცმა ჰარიმ მიმართა. სასექსის ჰერცოგის თქმით, ის ბედნიერია, რომ მისი და მისი მეუღლის, მეგან მარკლის, პირად სიხარულს ხალხთან ერთად იზიარებს.

ძლიერთა თამაშები, რომელშიც ვეტერანი და საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული სამხედროები მონაწილეობენ, სიდნეიში 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ამ პერიოდში სპორტის 11 სახეობაში ერთმანეთს 18 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, წარმომადგენლები შეეჯიბრებიან. 

დღის ამბები