26 დეკემბერი 2024,   19:28
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერი გლდანის ციხიდან - სუბელიანის თქმით, ზურაბიშვილის კანდიდატურის გამო ლიდერებს ძალოვნები აუმხედრდნენ

მორიგი სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერი გლდანის ციხიდან - მირზა სუბელიანი ქართული ოცნების PR სამსახურის უფროსს და მმართველი პარტიის მთავარ იდეოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილს, აგინებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი ამბობს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ოცნებაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და სწორედ ის ქმნის პარტიული დღის წესრიგს.

სუბელიანი აგინებს ლაშა ნაცვლიშვილს და ამბობს, რომ სწორედ ის ამხედრებს პარტიის წევრებს მის წინააღმდეგ.

ციხის საკნის ჩანაწერებმა ქართული ოცნების პარტიულ განხეთქილებას ფარდა ახადა. მირზა სუბელიანი შიდა პარტიული გარჩევების დეტალებს დათო ცუხიშვილს უყვება.

სკანდალური პატიმარი სწორედ ამ გარჩევებს უკავშირებს ვიქტორ ჯაფარიძისთვის არასამუშაო დღეს გაცემულ ნებართვას და პარტიაში მთავარ თანამოაზრედ კახი კალაძეს ასახელებს.

მირზა სუბელიანი დეტალებში ყვება, რომ მისი დაკავების საკითხმა გუნდში განხეთქილება გამოიწვია და მხარდამჭერი განცხადების გაკეთება დეპუტატებს კალაძემ აიძულა.

„შიგნით განხეთქილებაა ჩემამდე მოვიდა. ეს რო ჩვენი რო გაყუსულია, ეს ყირგიზი, იმისთვის პირდაპირ უთქვამს, შენს ადგილასო რო ვიყო, მთავრობაში გავჩერდებოდი კი არა, ქვეყნიდან წავიდოდიო  როგორ დათმე შენი მარჯვენა ხელიო, პირდაპირ უთქვამს. პარტიაში გარჩევები იყო ჩემს თემასთან დაკავშირებით და კახის დაუჭერია, რაა, პოზიცია, ხო არ გამოყ...დითო. ეს თემა გაირჩა, იმიტომ იყო ესეთი დაშინებული, ღამის 12 საათზე ვიქტორა რო მოაგზავნა, თავისი რო გაეწმინდა.

მირზა სუბელიანი - შევცვლი კი არა, სასწაულებს გავაკეთებ, დავუჩქარებ ამათ, რაა. არაფერი არ უნდა, ერთი ზარი უნდა და მოვითხოვო ელჩებთან შეხვედრები და რა ჩიტსაც დაიჭერენ, ასე ხო არა, ამის დედა... დამაწყდა ნერვები. ვიღაცეები მატრაკვეცობენ ერთმანეთში და მატრაკვეცობის გამო ყ..ზე ჰკიდათ. ხოდა მაგას გეუბნები, იმ კობახიძემ რო განცხადება გააკეთა, იმიტომაც გააკეთა კახის პოზიციიდან ეგ განცხადება.

დათო ცუხიშვილი (სავარაუდოდ) - ჰო, გამეცინა. ვიქტორამ მაგისთვის ცალკე დამირეკა 5 წუთში. 

ციხის საკნის ჩანაწერიდან დგინდება, რომ განხეთქილება არამარტო პარტიაში არ არის. მირზა სუბელიანი ყვება, როგორ ჩამოქვეითდა ივანიშვილის კარზე დაწინაურებული და ერთ-ერთი ყველზე გავლენიანი მინისტრი გიორგი გახარია.

მირზა სუბელიანი - 4 თვეა, ვზივარ, რაღა დარჩა, რა გააკეთა იმ ყ..მ შსს-ში. ვინ არის ნორმალური. ვინ რა რეფორმა ჩაატარა, აბა.

დათო ცუხიშვილი (სავარაუდოდ) - რაღაცეებზე წაიმტვრიაო ცხვირი და ისე ვეღარ კაჩაობს, გახარიაზე თქვეს. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანაზე რომ მიიღო, მაგის დალაგებული იყოო, რა. მაგის გამო მოხვდაო მანდ, აღარ აქტიურობსო ვაფშე, როგორც იყოვო შემართებით, ისე აღარ არისო.

მირზა სუბელიანი - ვერც იქნება ვერანაირად, გამორიცხული თემაა. ჩემი თემა იქნება საკონტროლო ტყვია მარტო მაგისთვის კი არა, მთელი სახელმწიფოსთვის, შენ ღადაობ? თავში ტვინი რომ ჰქონდეთ, საერთოდ უნდა შეეცვალა აღკვეთი ღონისძიება და გამიშვებდნენ, მარა ტვინი ვინ მისცა მაგათ, ამის დედაც მოვტყ..ან... შიგნით განხეთქილებაა, ჩემამდე მოვიდა. ეს რო ჩვენი რო გაყუსულია, ეს ყირგიზი, იმისთვის პირდაპირ უთქვამს, შენს ადგილასო რო ვიყო, მთავრობაში გავჩერდებოდიო.

დაპირისპირება მარტო პარტიას და სამინსიტროებს არ ეხება. ციხეში მირზა სუბელიანის თანამოსაუბრე, სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი ყვება, რომ ივანიშვილის რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი სისტემის შიგნით დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ზურაბიშვილს ხმას ძალოვნების დიდი ნაწილი არ აძლევს და ამ პოზიციას არ მალავენ.

დავით ცუხიშვილი ახლა დავით სერგეენკოს სამინსიტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის, გარემოცვის წევრია.  

მირზა სუბელიანი - ეს გომელაური პოლიტიკოსი მაინც არის, რა. პოლიტიკოსია, იმას მეტად უჭრის ტვინი, რა. უნდა მოაშორონ ბიჭო ეს სუს-ი ამ არჩევნებს. კაი, ბიჭო, მირზა ციხეში იჯდა და სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზე მეტი აგრესიაა, ამის დედა შევ..ი.

დათო ცუხიშვილი (სავარაუდოდ) - სრული ქაოსია, რა... გუშინ ერთ-ერთი ბატალიონის უფროსი სუს-დან თქვა, რომ ხო გვთხოვენო, რა, ხმა ასე მიეცი, ისე მიეციო. მე ვაფიქსირებ პროტესტს ზურაბიშვილზეო. მე რო ვიღაცამ მთხოვოს, ხმა მიეცი ზურაბიშვილსო...

მირზა სუბელიანი - ამათ თუ პრეზიდენტობა ვაშაძეს ჩააბარეს, ვაშაძე შეიწყალებს და გამოვა და დაიწყება ტალღა

დათო ცუხიშვილი (სავარაუდოდ) - მიშა ჩამოვა.

დღის ამბები