27 დეკემბერი 2024,   00:05
ვრცლად
ზურაბიშვილის ციტატები წიგნიდან - პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებები საქართველოსთვის შესაძლოა, კიდევ უფრო დამაზიანებელი გახდეს

სალომე ზურაბიშვილის ბრალდებები 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით შესაძლოა, საქართველოსთვის კიდევ უფრო დამაზიანებელი გახდეს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კრემლმა პრეზიდენტობის კანდიდატის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ციტატები ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოშიც გამოიყენოს.

ჰააგის სისხლის სამართლის გამომძიებლები საქართველოში მასალებს და ინფორმაციას აგროვებენ, მათ შორის, ომის თვითმხილველ მოწმეებსაც კითხავენ.

პროცესი კონფიდენციალურია, თუმცა Justice International-ის დამფუძნებელი, ნიკა ჯეირანაშვილი, ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის და მმართველი გუნდის განცხადებებმა სავარაუდო მოწმეები უკვე დააშინა და ისინი ხშირად ჩვენების მიცემის აზრსაც ვეღარ ხედავენ.

ნიკა ჯეირანაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ჰააგაში პროცესი ყურადღების გარეშე დატოვა და, თუ ასე გაგრძელდა, გამოძიება შესაძლოა, ჩავარდეს კიდეც.

სალომე ზურაბიშვილის ციტატები წიგნიდან ჰააგაში კიდევ ერთ სასამართლოში რუსეთმა უკვე გამოიყენა. გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში საქართველო რუსეთს 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეთნიკური წმენდაში ადანაშაულებდა.

დოკუმენტები ევროპულმა საქართველომ გუშინ გაასაჯაროა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ ის თქვეს, რომ ასეთი საქმე საერთოდ შეწყვეტილია და არ მიმდინარეობს, შემდეგ კი ოპოზიციას კონტრბრალდებებით უპასუხეს.

ევროპულმა საქართველომ დღეს ბრიფინგი ამ საკითხზე ორჯერ გამართა, ჯერ ხელსუფლება საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთი მიმართ კაპიტულანტურ პოზიციებში დაადანაშაულა და ჰკითხა, რატომ ამ მუშაობს ამ დავის გასაგრძელებლად. ოპოზიცია სართაშორისო მაგალითებით ამტკიცებდა, როგორ აზიანებს მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის განცხადებები ქვეყნის ინტერებს.

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება ივანიშვილის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია, რომლიც რუსეთის ინტერესების გაძლიერებას გულისხმობს.

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

დღის ამბები