27 დეკემბერი 2024,   16:10
ვრცლად
მგზავრმა, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებამდე და მას შემდეგ, თავისი მეუღლისთვის ემოციური ვიდეო გადაიღო

მგზავრმა, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებამდე, როგორც კი მიხვდა, რომ თვითმფრინავი სიმაღლეს კარგავდა, თავისი მეუღლისთვის ემოციური ვიდეო გადაიღო.

ავიაკატასტროფამდე გადაღებულ მის კადრებში ნაჩვენები იყო ჭერიდან ჩამოკიდებული ჟანგბადის ნიღბები და მგზავრების ემოცია - ტირილი, ლოცვა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ კი, ამავე მგზავრმა კვლავ გადაიღო ვიდეო მეუღლისთვის, საიდანაც გაირკვა, რომ ის ავიაკატასტროფას გადაურჩა.

სუბხონ რახიმოვი, ვიდეოს გადაღების მომენტში, სისხლიანი სახით, ავიაკატასტროფის ადგილზე დადის და აჩვენებს მომხდარის დეტალებს. ასევე ბორტგამცილებელს მადლობას უხდის იმის გამო, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

რახიმოვის სასწაულებრივი გადარჩენის ამსახველი ვიდეო მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თვითმფრინავს რუსული საჰაერო რაკეტა დაეჯახა, რის გამოც ის ჩამოვარდა.

 

დღის ამბები