აქცია რუსთაველის გამზირზე - უკვე ერთი თვეა, საქართველოში პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.
მთავარი მოთხოვნები კი უცვლელია - დემონსტრანტები კვლავ ითხოვენ აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას.
ადგილზე იმყოფება რამდენიმე საპოლიციო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა.
ავტორი: ლუკა ჩანგელია.