07 მაისი 2024,   06:18
ვრცლად
„თუ იქნება მეორე ტური გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ მხარს" - დავით ბაქრაძე

„მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერი ხმები იქნება ბევრად მეტი ვიდრე ეს იყო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის“- ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა გააკეთა. დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა მის მხარდამჭერებს და განაცხადა რომ ის ბრძოლას არ წყვეტს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ეგზიტპოლების შედეგები ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციას გააჩნია რეალური შანსი გამარჯვების მეორე ტურში.

„ეს იყო ჩვენი ამოცანის მეორე ნაწილი, არ მიგვეცა სალომე ზურაბიშვილისთვის გამარჯვების საშუალება და არსებული კვლევები ადასტურებს რომ ჩვენი ამოცანის ეს ნაწილი შესრულებულია. ამიტომ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერებს უბნებზე, კომისიის წევრებს მინდა მოვუწოდო ბოლომდე იყვნენ უბნებზე. დავითვალოთ და დავიცვათ თითოეული ხმა,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ ხმებზეა დამოკიდებული გაიმართება თუ არა მეორე ტური. დავით ბაქრაძის განცხადებით მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებისა ენმ-სთან, მეორე ტურის შემთხვევაში "ევროპული საქართველოს" გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

„თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჩვენ მას დავუჭერთ მხარს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები