26 დეკემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ანგელა მერკელი "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარეობისთვის აღარ იბრძოლებს

ანგელა მერკელი "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარეობისთვის აღარ იბრძოლებს. გავრცელებული ცნობით, გერმანიის კანცლერი დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მერკელის ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რეგიონულ არჩევნებში მერკელის პარტიის წარუმატებლობას უკავშირდება, რაც მმართველი კოალიციის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

ანგელა მერკელს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტი 2000 წლიდან ეკავა, კანცლერი კი 2005 წელს გახდა. გავრცელებული ცნობით, მას ამ თანამდებობის შენარჩუნება სურს.

დღის ამბები