26 დეკემბერი 2024,   20:10
ვრცლად
შოკირებულები ვიყავით, როდესაც გავიგე, რომ ასეთი ნეგატიური თავდასხმა მოხდა სამოქალაქო სექტორზე - NDI-ის დამკვირვებლები

"ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მთავარი ყურადღება საარჩევნო პერიოდში სამოქალაქო სექტორის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გაამახვილეს.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა ბრიფინგზე საარჩევნო არჩევნები შეაფასა.

„თვალშისაცემი იყო ის, რომ გარემო მთლიანობაში მაინც იყო საკმაოდ ნეგატიური. ძალიან მნიშვნელოვანია რასაკვირველია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ორგანიზაციების მიმართ ისეთი ნეგატიური შეტევა იყო, რამაც რასაკვირველია თავის მხრივ გავლენა მოახდინა კამპანიაზე. ამაზე განსაკუთრებით გავლენა მოახდინა მაგალითად, სავარაუდო კორუფციის შედეგებმა,“ - განაცხადა ტორნტონმა.

NDI-ის წარმომადგენლის თქმით, გაოგნებულია სამოქალაქო სექტორზე განხორციელებული შეტევით.

"საკმაოდ გაოცებული ვიყავი, შეიძლება ითქვას შოკირებული კიდევაც, როდესაც გავიგე, რომ ასეთი ნეგატიური თავდასხმა მოხდა სამოქალაქო სექტორზე... უწოდებდნენ უვიცებს, ზოგჯერ ფაშისტებსაც კი, გარდა ამისა, სოციალური მედიითაც იყო გარკვეული შეტევები, რაც მგონი, ნამდვილად არის ის ფაქტი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს," - განაცხადა NDI-ის წარმომადგენელმა.

NDI-ის წარმომადგენლებმა მთავრობის წევრებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სიტუაციის განმუხტვაში მთავრობის წევრებს მონაწილეობა არ მიუღია.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს წინასაარჩევნო გამპანიაზეც. მათი თქმით,  იყო გარკვეული დარღვევები. მათი თქმით, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რაც დაუსჯელობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

„რაც ყველაზე თვალში საცემია, ეს არის უარყოფითი რიტორიკა, რომელსაც თან მოჰყვებოდა მწვავე თავდასხმები გარკვეულ კანდიდატებზე და ეს განსაკუთრებით სოციალური მედიითაც აღინიშნებოდა, განსაკუთრებით უარყოფითი და მიუღებელი კრიტიკა, გარდა ამისა, არ იყო იმის ნიშნები, რომ ეს იყო გენდერული თვალსაზრისით მიკერძოებული ან რასისტული გამონათქვამები, ასეთი არ დაფიქსირებულა,“ - განაცხადა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა მედიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მედია პოლიტიკური თვალსაზრისით პოლიტიზირებულია.

„ფინანსური მდგრადობა ამ მედიასაშუალებების არის საკითხი, რომელიც მომავალში გასათვალისწინებელია. გარდა ამისა, საკმაოდ მტრულად განწყობილი რიტორიკა, რომელიც რუსთავი 2-ის მიმართ იყო და ასევე, პირველი არხის მიმართ, იბერია, რომელსაც ომეგა ფლობდა, შეწყვიტა მაუწყებლობა სათაო კომპანიის დავალიანებების გამო და მოგეხსენებათ, რომ მოიაზრება როგორც ოპონენტი ამ მთავრობის. რასაკვირველია, არის გარკვეული პრობლემები გამოკვეთილი, მაგრამ ნამდვილად თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების სექტორი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის,“ - აღნიშნა NDI-ის წარმომადგენელმა.

დღის ამბები