26 დეკემბერი 2024,   20:54
ვრცლად
„ამ მწამებლებს აქვთ უფლება დღეს პირდაპირ ილაპარაკონ, რომ არიან მეორე პოლიტიკური ძალა"-პატრიოტთა ალიანსის საყვედური "ოცნებას"

"თქვენ ახლა ქვეყანაში შექმენით პრეცედენტი, როდესაც "ნაცმოძრაობას" აქვს უფლება, რომ ილაპარაკოს რომ არის მეორე პოლიტიკური ძალა" - ეს განცხადება, ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომაიამ გააკეთა.

მან "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართა და უსაყვედურა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი უფლებები მისცა.

„ამ მწამებლებს აქვთ უფლება დღეს პირდაპირ ილაპარაკონ, რომ არიან მეორე პოლიტიკური ძალა და 2020 წელს ზუსტად ასე იქნება. პირველი პოლიტიკური ძალა იქნება. ამერიკელები დღეს და ევროპელები ამათ დაუჭერენ ყველაფერში მხარს. ფინანსური დახმარებაც არ მოაკლდებათ და არც ფიზიკური დახმარება და ეს არის თქვენი დამსახურება,“-განაცხადა გიორგი ლომაიამ და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო ელემენტალური პიარი გაეკეთებინა. 

მისივე თქმით, სააკაშვილს ეზიზღება ქართველი ერი და ეს დადასტურდა იმ ფარული ჩანაწერით, როდესაც ის ბიძამისს ესაუბრება.

ლომაიას განცხადებას ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ უპასუხა. მისი თქმით, გავრცელებულ ჩანაწერში არა თემურ ალასანია, არამედ რობოტი ლაპარაკობს.

„პატრიოტთა ალიანსის“ პრეტენზიებს ბიუროს სხდომაზე მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა. მისი თქმით ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოება. 

„არ დავუშვებთ არანაირ რევოლუციურ სცენარს. ყველანაირ კონსტიტუციურ მოცემულობას მივყვებით და ეს ყველამ უნდა გაიაზროს,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით კი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეძლო ტყუილებით გადასულიყო მეორე ტურში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები