26 დეკემბერი 2024,   20:43
ვრცლად
მოწოდებას არ ვაპირებ არავისთვის, რომ ისინი წავიდნენ და ვინმეს დაუჭირონ მხარი - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩისგან” ოპოზიციის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც მეორე ტურისთვის, ოპოზიციური საკოორდინაციო შტაბის შექმნას გულისხმობს.   

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ არ აპირებს მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, მხარი დაუჭირონ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს.

ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ მისი ამომრჩევლების დიდი ნაწილი არჩევნების მეორე ტურზე საერთოდ არ მივა.

„მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე საჯაროდ, მე, იმის გამო, რომ ვარ საჯარო პირი, დავაფიქსირებ საკუთარ პოზიციას, ოღონდ ეს იქნება ჩემი პირადი პოზიცია. მოწოდებას არ ვაპირებ არავისთვის, რომ მათ შორის კონკრეტულად „გირჩის“ მხარდამჭერებისთვის, რომ ისინი წავიდნენ  და ვინმეს დაუჭირონ მხარი. „გირჩის“ მხარდამჭერები არიან თავისუფალი აზროვნების უნარის მქონე ადამიანები და მათ აქვთ სხვადასხვანაირი მეორე არჩევანი. ჩემი დაკვირვებით, მათი დიდი ნაწილი უბრალოდ არჩევნებზე არ წავა. რაღაც ნაწილების ხმები განაწილდება. მე პირადად ჩემ პოზიცია დღეს დავაფიქსირებ,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები