26 დეკემბერი 2024,   21:03
ვრცლად
„წინ გვაქვს სერიოზული ტესტი, ეს არის მეორე ტური" - მიხეილ ბენიძე ხელისუფლებას არასამთავრობოების შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რასაც ვუყურებდით იყო უპრეცედენტო მასშტაბის და რა თქმა უნდა ეს არ გამოჰპარვიათ სადამკვირვებლო მისიებს - ასე ეხმაურება „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას. 

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საარჩევნო გარემოს შეფასებას ეხებოდა, მმართველი გუნდის მხრიდან, სამოქალაქო სექტორზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრეს.

NDI-ის დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ რომ ისინი შოკირებულები არიან იმ განცხადებებით, რომლებსაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები მესამე სექტორის მისამართით აკეთებდნენ.

მიხეილ ბენიძის განცხადებით, ასეთი მწვავე რეაქცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოსალოდნელი იყო და საბოლოო ჯამში ჩრდილი მიადგა საქართველოს იმიჯს.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით, რომ ეს მიუღებელია იმიტომ კი არ ვამბობდით, რომ ჩვენ გვეხება ეს კონკრეტულად, იმიტომ რომ მათშორის ასეთი ტიპის თავდასხმები დარტყმას აყენებს საქართველოს იმიჯს,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.  

მისივე თქმით,  საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ასევე ნახსენები იყო სწორე ის დარღვევები, რომელზეც ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ. მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სიებით მობილიზებული კოორდინატორები და ა.შ.

ბენიძის განცხადებით, იმ პრობლემების აღმოფხვრას, რაც დღეს ქვეყანაშია პოლიტიკური ნება სჭირდება.

„წინ გვაქვს სერიოზული ტესტი, ეს არის მეორე ტური და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის გზავნილი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოდის,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ. 

დღის ამბები