26 დეკემბერი 2024,   20:03
ვრცლად
ძალადობა კასპში - "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

კასპში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ალიოშა გულიოღლი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში იყო მოთავსებული. გულიოღლის თქმით, მას ფიზიკურად იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ის ოპოზიციის მხარდამჭერია.

„მცემეს სოფელში. მე რომ შემაგინეს წუხელ, მიმის „აბაროტი“ დღეს ავიღე და მეც შევაგინე სახელით, რატომ შემაგინა, რატომ შემარცხვინა მეთქი ამდენ ხალხში და თურმე ერთი ძმა იყო მაგის, მეორე კიდევ ძმისშვილი,“ - ამბობს გულიოღლი.

დაშავებულის მოსანახულებლად კასპში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჩავიდა.

„თავგანწირვით იმუშავა იმისთვის, რომ ჩვენ პირველ ტურში გაგვემარჯვა, გავიმარჯვეთ, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, ამ ბანდერლოგებისგან დაიწყო ანგარიშსწორება იმიტომ, რომ ე.წ. ქართული ოცნება, სინამდვილეში ქურდული ოცნება არის ბანდერლოგების ბანდა. ვენაცვალე ალიოშა გულიოღლის, რომელმაც თქვა, სასამართლოში არ წავალ იმიტომ, რომ მაგათაც ეგ უნდა, ვიმუშავებ იმისთვის, რომ ახლა მეორე ტური მაქვს მოსაგებიო. შესანიშნავი ფრაზა არის - მეორე ტური გვაქვს ახლა მოსაგები,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ ასევე მიმართა სამართალდამცავებს და შემთხვევის სწორად გამოძიებისკენ მოუწოდა.

ალიოშა გულიოღლი უკვე გაწერეს კლინიკიდან. ის გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

დღის ამბები