26 დეკემბერი 2024,   20:28
ვრცლად
ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე - მამუკა ბახტაძე საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს 

„ჩვენ ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს გააკეთა.

პრემიერის თქმით, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში ბევრი რამ არის შესაცვლელი. მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს, რომლებმაც მათ მხარდაჭერილ კანდიდატს მისცეს ხმა, მადლობა გადაუხადა. 

„მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას მათ შორის ჩვენი იმ მხარდაჭერების, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში. მეორე ტურში ყველა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებების და ფასეულობების გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით,“ - განაცხადა ბახტაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ხმების 100% დათვლილია. ცესკო-ს ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძეს 37.74% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 38.64%.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემების თანახმად, კანონის მიხედვით დაინიშნება მეორე ტური.

დღის ამბები