26 დეკემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ის ხარვეზები, რაზეც ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა იყოს გამოსწორებული - პრეზიდენტი 

საქართველოს პრეზიდენტი, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ხარვეზებზე, რომელიც სადამკვირვებლო მისიებმა გამოავლინეს და აღნიშნა, რომ მათი გამოსწორება უნდა მოხდეს მეორე ტურისთვის. 

"არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ ის ხარვეზები რაზეც  ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა აუცილებლად უნდა იყოს აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებამიქცეული და გამოსწორებული, არა როდესმე, არამედ მეორე ტურზე. ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ არჩევნების პირველი ტური იყო კონკურენტული, რაც მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით მეორე ტური არსი ძალიან მნიშვნელოვანი ამიტომ გიორგი მარგველაშვილმა სადამკვირვებლო  მისიებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად მობილიზებული იყვნენ. 

დღის ამბები