26 დეკემბერი 2024,   20:02
ვრცლად
ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები იყო - მარგველაშვილი

ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები იყო - ეს განცხადება, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას გააკეთა.

პრეზიდენტმა არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.  მან ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებზე ისაუბრა და თქვა, რომ მოხდა მძიმე სოციალური ფონის გამოყენება. 

„ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, რომ იყო შემთხვევები, რომელიც გაზიარებული იყო მედიითაც და ისეც, ამომრჩევლის მოსყიდვის. ემოციურად ყველაზე მძიმე ეს არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამომრჩეველი, ყველაზე წმინდას და ყველაზე ძლიერს, რაც მას, როგორც მოქალაქეს აქვს, თავის ხმას, რომ განაპირობოს ხელისუფლების ფორმირება, რომ ამ ხმის გაყიდვის წინაშე დგას, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე არის იქიდანაც გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ მე ვხედავ, როგორ უჭირს ჩვენს მოსახლეობას, რა მძიმე ეკონომიკური ფონია,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა არჩევნების დადებით მხარეზეც საუბრობს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არსებობდა კონკურენტუნარიანი გარემო. 

გიორგი მარგველაშვილი არ პასუხობს კითხვას, იქონიებს თუ არა ოპოზიციის გაერთიანება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსა და საბოლოო შედეგებზე. 

„პოლიტიკურ კონტექსტზე არ ვაპირებ, რომ კომენტარები ვაკეთო. ჩემი ერთადერთი კომენტარი ალბათ ის არის, რომ თვითონ რომ მეყარა კენჭი, ასეთ შემთხვევაში ასეთ თემებზე გავაკეთებდი კომენტარს. ახლა არცერთ მხარეს პოლიტიკურ კომენტარს არ ვაკეთებ,“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.

დღის ამბები