26 დეკემბერი 2024,   20:12
ვრცლად
ძალიან მძიმეა, როდესაც ვინმე ერევა შენს წმინდათა წმინდა უფლებაში, გააკეთო დამოუკიდებელი არჩევანი - გიორგი მარგველაშვილი 

მძიმეა სანახავია, როდესაც არის მცდელობა იმის დაფიქსირების, თუ ვის უჭერს მოქალაქე მხარს და ამ გადაწყვეტილებაზე გავლების მოხდენის - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. 

გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, მოქალაქის ნებაზე გავლენის მცდელობის ფაქტებზე ისაუბრა. 

პრეზიდენტმა აღნიშნულ ფაქტზე მას შემდეგ გაამახვილა ყურადღება, რაც მას მეორე ტურში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატების შესაძლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით ჰკითხეს. 

კითხვაზე - დაუჭერს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რომელიმე კანდიდატს მხარს ან მოუწოდებს თუ არა საზოგადოებას რომელიმე მათგანის მხარდაჭერისკენ, პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. 

მისივე თქმით, მოქალაქის პირადი უფლება და გადასაწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს და ამაში ჩარევის უფლება არავის აქვს. 

„მე რომ მდომოდა პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, მე მგონი ყველაზე კარგი შესაძლებლობა მქონდა, მე თვითონ მეყარა კენჭი, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ საკითხებზე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, არაფრის დიდებით არ უნდა შევლახოთ მოქალაქის უფლება საარჩევნო გადაწყვეტილების საიდუმლოების.

ამან გამახსენა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც  გამოჩნდა ამ არჩევნებზე და რომელიც ასევე ძალიან მძიმეა. როდესაც არის მცდელობა იმის დაფიქსირების, თუ ვის უჭერს მოქალაქე მხარს და ამ გადაწყვეტილებაზე გავლების მოხდენას, ესეც მძიმე დასანახი იყო. თუნდაც ეს არ იყო ბევრი შემთხვევა, თუნდაც ამას არ შეუცვლია არჩევნების შედეგი, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ვინმე ეხება და ერევა შენს წმინდათა წმინდა უფლებაში, გააკეთო დამოუკიდებელი არჩევანი. ეს არის თავისუფლების და დამოუკიდებლობის წინაპირობა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები