26 დეკემბერი 2024,   20:19
ვრცლად
თავდასხმა ოპოზიციის წევრებზე - კასპსა და მარნეულში "ოცნების" მხარდამჭერები გრიგოლ ვაშაძის მომხრეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თავდასხმები ოპოზიციის წარმომადგენლებზე - განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო კასპში ერთმანეთს თანასოფლელები დაუპირისპირდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. ალიოშა ბულიოღლუ აცხადებს, რომ საკუთარ ქუჩაზე მას ორმა პიროვნებამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორივე მოძალადეს დაზარალებული კარგად იცნობს და აცხადებს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან.

დაზარალებულს სახეზე მრავლობითი დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ალიოშა ბულიოღლუ ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.

დაშავებული მხარდამჭერის მოსანახულებლად კასპში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ჩავიდა, გრიგოლ ვაშაძემ სამართალდამცველებს ინციდენტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

კასპი ერთადერთი არ არის, სადაც ოპოზიციის წევრზე იძალადეს. ანალოგიური შემთხვევას მარნეულშიც მოხდა, სადაც გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერს ფიზიკურად სწორედ პოლიტიკური მოტივაციით გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ოპოზიციის მხარდამჭერს, ფუად გახრამანოვს დაემუქრა. თუ მარნეულში სალომე ზურაბიშვილი დამარცხდებოდა, მასზე შურს იძიებდა.

ოპოზიციის მხარდამჭერის ცემაში ეჭვმიტანილი მარნეულის მერიის მაღალჩინოსანია. ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ანარ გადიმოვი დღეს კატეგორიულად უარყოფს.

ძალადობის ორივე ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები