26 დეკემბერი 2024,   20:34
ვრცლად
როგორ ყალბდებოდა არჩევნები - მესამე სექტორი და ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ზეწოლასა და დაშინებაზე მტკიცებულებებს ასაჯაროებს 

ზეწოლა და ამომრჩევლის მოსყიდვა - ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების აზრით,  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში გაყალბების უპრეცედენტო მასშტაბებით შევა.

ოპოზიცია მესამე სექტორთან ერთად არაერთ კონკრეტულ ფაქტს ასახელებ, თუ როგორ ყიდულობდნენ პირდაპირ საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატისთვის ამომრჩევლების ხმებს. ცნობილია ფასი, რასაც „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის იხდიდა.

133-ე საჯარო სკოლაში 47-ე საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წევრმა დარღვევის კადრები გადაიღო.  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის საუბარი სავარაუდოდ ფულის დათვლის შესახებ მიმდინარეობს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის აგიტატორები ამომრჩევლისთვის დაპირებული თანხის გადაცემაზე ლაპარაკობენ, რომელიც მათ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ გადაუხადეს.

მათი მტკიცებით, ეს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ერთ-ერთი ფაქტია იმ ასეულობით შემთხვევიდან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.

ოპოზიციის დამკვირვებლებმა თითქმის ყველა რეგიონში ნახეს და გადაიღეს, როგორ არიგებდნენ ფულს მმართველი პარტიის მხარდასაჭერად.

შესაძლო მოსყიდვის შემთხვევებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. საია-ს დამკვირვებელმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი სამგორის ოლქის 56-ე უბანთან დააფიქსირა.

მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის  6 შემთხვევა დააფიქსირა.

საარჩევნო ხმაში "ქართული ოცნება" 20 ლარიდან 100 ლარამდე იხდიდა. ეს კი იმაზე იყო დამოკიდებული, ოჯახის რამდენი წევრი ირიცხებოდა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთა სიაში. ამის დასტურად, აგიტატორებს ოპოზიციური პარტიების კოორდინატორებმა არაერთი სია წაართვეს. სადაც ამომრჩევლის სახელისა და გვარის გასწვრივ კონკრეტული თანხაა აღნიშნული.

სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციამ გუშინდელ არჩევნებზე ათეულობით სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაცია მტკიცებულებებთან ერთად გაავრცელეს. ამ მასალის მიხედვით, ისინი არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობენ, რეაგირებას კი შესაბამისი უწყებებისგან ელოდებიან.

დღის ამბები