03 მაისი 2024,   02:18
ვრცლად
რესპუბლიკური პარტია მადრიდში მიმდინარე ALDE-ს 39-ე ყრილობას ესწრება

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მადრიდში მიმდინარე ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის - ALDE-ს 39-ე ყრილობას ესწრება.

ყრილობის მუშაობაში მონაწილეობენ ევროპის ლიბერალური ოჯახის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

ყრილობის დღის წესრიგში მთავარი საკითხი ALDE-ს ევროპარლამენტის არჩევნებისთვის მომზადებაა, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ყრილობა განიხილავს და მხარს დაუჭერს ასევე რუსეთისათვის ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივების საკითხს.

 

დღის ამბები