09 მაისი 2024,   21:32
ვრცლად
„მსგავსი ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია" - ევროკავშირი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას გმობს

ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ევროკავშირი აზოვის ზღვაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებს  გმობს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისიის წარმომადგენლი მაია კოსიანჩიჩის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ნორმები რუსეთს ქერჩის სრუტის გახსნას  და ხომალდების თავისუფლად გადაადგილებას საშუალების შენარჩუნებას ავალდებულებს. კოსიანჩიჩი ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა ესკალაციის საშიშროება თავიდან იქნას აცილებული.

„მსგავსი ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია. რუსეთისგან ველით გემების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მეზღვაურებისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას. საერთაშორისო სამართლის ნორმები ავალდებულებს რუსეთს ქერჩის სრუტის გახსნას და ხომალდების თავისუფალი და შეუფერხებელი გადაადგილების შენარჩუნებას. ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ორივე მხარემ თავშეკავება გამოიჩინოს ვითარების დეესკალაციისთვის,“- აცხადებს კოსიაჩიჩი.

ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გემებმა გზა გადაუკეტეს და ცეცხლი გაუხსნეს. სამივე უკრაინული ხომალდი მეზღვაურებთან ერთად მოწინააღმდეგის ხელშია. მათთან კონტაქტი ვერ ხერხდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.

დღის ამბები