16 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ტექნიკური და დროებითი ადმინისტრაციის გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით ნამდვილად არსებობს - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დროებითი, ტექნიკური ადმინისტრაციის გამოცდილება, რასთან დაკავშირებითაც დღეს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, საერთაშორისო მასშტაბით ნამდვილად არსებობს.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ერთიანობაა.

"ტექნიკური და დროებითი ადმინისტრაციის გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით ნამდვილად არსებობს. ახლა ჩვენთვის მთავარია ერთიანობა, ერთიანი მოქმედება და ჩვენი ერთიანობით, სიმტკიცით და სიმშვიდით მთავრობის გასტუმრება და მისი ჩანაცვლება მრავალპარტიული, კოალიციური ხელისუფლებით,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ არჩევნებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩაატარებს, "რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს". მისივე აზრით, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები