06 მაისი 2024,   07:56
ვრცლად
ლონდონს „ბრექსიტის“ გაუქმება ნებისმიერ წუთს შეუძლია

ლონდონს „ბრექსიტის“ გაუქმება ნებისმიერ წუთს შეუძლია - განცხადება ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოში გენერალურმა ადვოკატმა გააკეთა.

იურისტის ინფორმაციით, ლისაბონის შეთანხმების წესდება ოფიციალურ ლონდონს აძლევს საშუალებას, რომ ცალმხრივად გაიწვიოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ განაცხადი. შესაბამისად, ევროკავშირში დასარჩენად ევროკავშირის დანარჩენი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება.

შოტლანდია "ბრექსიტის" წინააღმდეგია. მოსახლეობამ 2 წლის წინ ჩატარებულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა.

ტერეზა მეი საპარლამენტო განხილვებისთვის ემზადება. დებატები ევროკავშირთან შეთანხმებულ გეგმაზე 5 დღე გაგრძელდება. 

დღის ამბები