01 დეკემბერი 2022,   07:04
ვრცლად
საუბარია იმაზე, რომ ადეკვატური იყოს პრეზიდენტის ფუნქციებთან მისი ადმინისტრაციის საშტატო რაოდენობა" - დეპუტატი გურრამ მაჭარაშვილი  

კანონპროექტში არის უკვე ინიცირებული შტატების შემცირების საკითხი - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააკეთა.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ის ცვლილებები, რომელიც საჯარო მოხელის შესახებ კანონში უნდა განხორციელდეს, საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისია, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევა.

 „ეს იყო თანმდევი პროცესი იმ შესაბამისი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომელიც შევა ძალაში 16 დეკემბერს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი თვისობრივად განსხვავდება თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ადრე არსებული პრეზიდენტისაგან. კანონპროექტში არის უკვე ინიცირებული შტატების შემცირების საკითხი. ეს არამც და არამც არ ეხება იმას, რომ მიზანი იყო ვინმეს სამსახურის გარეშე დატოვება. აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ადეკვატური იყოს საქართველოს პრეზიდენტის ფუნქციებთან მისი ადმინისტრაციის საშტატო რაოდენობა,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

დღის ამბები