19 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
„ეს არის კვალიფიციური კადრებისგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური წმენდა" - თინა ბოკუჩავა

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლებას კვალიფიციური კადრებისგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ წმენდას უწოდებს.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ ექნება დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ მან პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეასრულოს.

„ეს არის კვალიფიციური კადრებისგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური წმენდა, რაც ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ნომინალური პრეზიდენტი, რომელსაც არ ეყოლება არც საკმარისად კვალიფიციური კადრები, არც ბიუჯეტი და არც დამოუკიდებლობის ხარისხი იმისთვის, რომ განახორციელოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ის იქნება არა ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტი, რომლის ხელდასმულია იგი მოსყიდული არჩევნებით, რომლის პირად ინტერესებსაც გაატარებს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

დღის ამბები