19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ინაუგურაციის პარალელურად, თელავში მერიის უარის მიუხედავად, ხვალ მასშტაბური აქცია გაიმართება

პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, ხვალ თელავში გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური აქცია გაიმართება. ხელისუფლების ოპონენტები აქციის ჩატარებას ერეკლე მეორის ძეგლთან ითხოვდნენ, რაზეც მუნიციპალიტეტიდან უარი მიიღეს.

ოპოზიციის თქმით, აქციას ინაუგურაციის ღონისძიებასთან შეხება არ ექნებოდა, თუმცა, კახეთს გუბერნატორის განმარტებით, ეს ტერიტორია ღონისძიებების არეალში ექცეოდა და ამიტომ მერიამ ოპოზიციას ალტერნატიული ფართი შესთავაზა.

„ის ტერიტორია, რომელიც პირდაპირ მომიჯნავე ტერიტორია იყო, სადაც ავტომობილების შემოსვლა იქნება, სადაც კორტეჟის შემოსვლა იქნება, სადაც განლაგებული იქნება საჯარისო ნაწილების დამხმარე საშუალებები, სადაც მათ შორის სატელევიზიო ჩართვებისთვის ტექნიკური საშუალებები იქნება, ბუნებრივია, იქ ამის გამართვა, წარმოუდგენელი იქნებოდა. მათ ეს თავიდანვე იცოდნენ, ამიტომ მერიამ გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მერიამ არ დატოვა უყურადღებოდ და უარი არ უთქვამს,“ - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები