26 აპრილი 2024,   16:00
ვრცლად
ინაუგურაცია ფეხზე დგომით - ზურაბიშვილის ფიცის დადებაზე მხოლოდ ერთადერთი პრეზიდენტი ჩამოვა

არჩეული პრეზიდენტი გმირთა მემორიალთან ჩუმად მივიდა. ინაუგურაციის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა ჯერ მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ილიას საფლავზე მცირე თაიგული მიიტანა, შემდეგ კი გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, თუმცა, ამ ღონისძიების შესახებ ჟურნალისტებს არ აცნობეს.

როგორც გუშინ განაცხადეს, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ღონისძიებები კონსპირაციულ ვითარებაში შედგა.

რატომ მივიდა ჩუმად და რატომ შეამკო გმირების მემორიალი არა ინაუგურაციის დღეს, არამედ უფრო ადრე, ამ თემაზე კომენტარს ზურაბიშვილის პრესამსახურში არ აკეთებენ.

ხვალ სალომე ზურაბიშვილი ფიცს თელავში დადებს. ერეკლე მეორის სასახლეში სტუმრად ერთადერთი პრეზიდენტი ჩამოვა სომხეთიდან, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკა კი USAID-ის წარმომადგენლის დონეზე იქნება წარმოდგენილი.

ხვალინდელ ცერემონიას 1800 სტუმარი დაესწრება. ხვალ სკამები მხოლოდ პატრიარქისთვის, კონფესიის წარმომადგენლობისთვის, შშმ პირებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის იქნება გამოყოფილი, დანარჩენი სტუმრები ფეხზე იდგებიან. 

„ყველა აბსოლუტურად - პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ინაუგურაციაში მიიღებენ მონაწილეობას ფეხზე დგომით, ვინაიდან მიეცეთ საშუალება უფრო მეტ ადამიანს, მიიღონ საინაუგურაციო პროცესში მონაწილეობა. სკამები იქნება მხოლოდ მისი უწმინდესობისთვის, კონფესიის წარმომადგენლობისთვის, ასევე შშმ პირებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის. თავიდან იყო მოსაზრება, რომ ნაწილი ხომ არ იჯდეს და ნაწილი ხომ არ იდგეს, რაც ჩემი და ყველას აზრით, არ იქნებოდა სწორი, რომ ვიღაც იჯდეს და ვიღაც იდგეს, ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყველა ფეხზე იდგეს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახი კახიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები