ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია თელავში მთავარი მოქმედი პირის - სალომე ზურაბიშვილის, გარეშე ჩატარდა. სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ხვალ საზეიმო ფიცი უნდა დადოს, გენერალურ რეპეტიციაზე არ ჩასულა.
სალომე ზურაბიშვილის, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დედის გასვენებაზე იმყოფებოდა.
ბასა ფოცხიშვილის თქმით, საინაგურაციო ტერიტორია რამდენიმე წუთში დაილუქება, რადგან ყველანაირი ღონისძიება უკვე დასრულებულია და ხვალინდელი დღისთვის წითელი ხალიჩა უნდა დაიგოს.
გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, დღეს რეპეტიციამ სამხედრო ზალპების გარეშეც ჩაიარა. ბატონის ციხის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ინაუგურაციის ყველა მონაწილე, მათ შორის მომღერლები, რომლებიც ხვალ საქართველოს ჰიმნს და მრავალჟამიერს შესრულებენ. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ჯარისკაცებიც.
ფიცის დადება დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება და სამხედრო ზალპებით დასრულდება.
საქართველოს მოქალაქეები კი ბოლო არჩეული პრეზიდენტის საზეიმო ფიცის დადებას, თვალყურს სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მიადევნებენ.
ხვალ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღის 15:00 საათზე იგეგმება, რომელიც ოპოზიციის აქციის ფონზე ჩაივლის.