
This is a modal window.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის თაობაზე ინფორმირებულები არ ყოფილან - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ის საპატრულო პოლიციის უფროსის განმარტებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა რომ გზის გადაკეტვის შესახებ ოპოზიციას ინფორმაცია ჰქონდა.
ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციამ აქცია დააანონსა და ცნობილი იყო ის, რომ ისინი ჩავიდოდნენ თელავში პოლიციამ კი გადაკეტა ქალაქამდე მისასვლელ ყველა გზა.
"კუპატაძე პასუხი არ აქვს რატომ გადაკეტეს ტრასა. კანონზე მელაპარაკება მე და მე მიხსნის რომ უფლება გვქონდაო. სისულელე სრული. აგონიაში არიან. 40 კმ თელავამდე დარჩა და უბრალოდ არ გვიშვებენ. ჩაკეტილია გომბორი, ყვარელი და ფეხითაც არ გვიშვებენ რაც მთავარია. სრული უკანონობაა. ეს არის განუკითხაობა. ადამიანებს კანონიერი უფლება აქვთ წყნარად ჩამოვიდნენ მშვიდად გასაპროტესტებლად და რეალურად არ უშვებენ,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.